ესპანეთში 14 ქართველი დააკავეს - კვირის პალიტრა

ესპანეთში 14 ქართველი დააკავეს

ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციაში პოლიციამ დააკავა 14 ქართველი, რომელთაგან შვიდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ესპანურ პრესაში გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალები, საიდანაც ირკვევა, რომ დაკავებულებს შორის ქალებიც არიან.

სამართალდამცველები სპეცოპერაციას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ. გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც: ჯგუფის წევრები ვალენსიაში სახლის დაქირავების მიზნით მოსახლეობას ესპანელ ცოლ-ქმრად ეცნობოდნენ, რის შემდეგაც ერთი თვის ქირას იხდიდნენ, ამის შემდეგ კი სახლს ძარცვავდნენ. პოლიციის განცხადებით, ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ვალენსიის რეგიონში 14 სახლი გაქურდა.