საფრანგეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

საფრანგეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს, ერთი კი იძებნება. საქართველოს საკონსულოს ცნობით, ქართველები ეჭვმიტანილი არიან ორგანიზებული

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში. სხვა ინფორმაცია საკონსულოს არა აქვს იმ მიზეზით, რომ ფრანგი სამართალდამცველები დახურულ გამოძიებას აწარმოებენ. ქართული ტელეკომპანიების მტკიცებით კი, საქართველოს მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ ლუქსემბურგიდან საფრანგეთში ტონა-ნახევარი კონტრაბანდული სიგარეტი შეჰქონდათ.