"კოჭო" აიყვანეს
21-02-2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წელს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მოწყობილ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი დააკავა,\მათ შორის  - ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი მერაბ ყოლბაია ("კოჭო"), რომელსაც სამართალდამცავების თქმით, უშუალო კავშირი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ყოლბაიასთან ერთად დააკავეს ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლები ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომლებიც ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობასა და თბილისში, მუხიანში ტერაქტის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილი 6
პირის დაკავებისას "კოჭომ" ოკუპირებულ აფხაზეთს შეაფარა თავი,  სადაც ასევე იმყოფებოდა ტერაქტების დამკვეთი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ევგენი ბორისოვი. შსს ტერაქტებში მონაწილეთა დაკავების ადგილს არ აკონკრეტებს. გავრცელებული ინფორმაციით, "კოჭო" აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს, მაგრამ რა ვითარებაში და ვინ, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ორი ეჭვმიტანილის - ევგენი
ბორისოვისა და მუხრან ცხადაიას ძებნას განაგრძობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები