მდინარე ცივში ოთხი ახალგაზრდა დაიხრჩო - კვირის პალიტრა

მდინარე ცივში ოთხი ახალგაზრდა დაიხრჩო

უბედურ შემთხვევას ოთხი სამტრედიელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდი ახალგაზრდა სამტრედიიდან ყულევში სანადიროდ გაემგზავრა.

ისინი მდინარე ცივში ნავით მიცურავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ნავი ამობრუნდა. მაშველებმა სამი კაცის გადარჩენა მოახერხეს, ოთხი ახალგაზრდა კი დაიხრჩო.