ლიბიაში შეტაკებას 84 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ლიბიაში შეტაკებას 84 კაცი ემსხვერპლა

ლიბიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის სამდღიანი შეტაკების დროს 84 კაცი დაიღუპა. შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყოს.

ამ ქვეყნიდან ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება, რადგან მუამირ კადაფის მთავრობა ყველა საკომუნიკაციო საშუალებას ახშობს. დემონსტრაციები ლიბიის 5 ქალაქში მიმდინარეობს. ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების მტკიცებით,  ქალაქ ალ-ბაიდუს კადაფი ვეღარ აკონტროლებს. ანტისამთავრობო გამოსვლები ლიბიაში 15 თებერვალს დაიწყო.