ყაბარდო-ბალყარეთში მოსკოველი ტურისტები დახვრიტეს - კვირის პალიტრა

ყაბარდო-ბალყარეთში მოსკოველი ტურისტები დახვრიტეს

ყაბარდო-ბალყარეთში მოსკოველი ტურისტები დახვრიტეს. ტურისტები კურორტ პრიელბრუსიესთან, ავტომობილში ჩაცხრილეს. მანქანაში მყოფი ხუთი მოსკოველი ტურისტი დაიღუპა, ხოლო დანარჩენმა მგზავრებმა მძიმე ჭრილობები მიიღეს. ინციდენტის თვითმხილველთა ცნობით, ტურისტების მანქანა სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა და მგზავრებს თავი სამართალდამცავებად წარუდგინეს. ერთ-ერთმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა მანქანიდან ქალის გადმოსვლა მოითხოვა. მგზავრების წინააღმდეგობის შემდეგ, ნიღბოსანმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ავტომანქანას "კალაშნიკოვის" ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.