არეულობებია ბაჰრეინში, ჯიბუტსა და იემენში
21-02-2011
კიდევ ერთი სახელმწიფო, სადაც ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო, ჯიბუტია. ქვეყნის დედაქალაქში ათასობით მოქალაქე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 2011 წლის აპრილში ჯიბუტში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ისმაილ გელე უკვე ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პირველი პირის პოსტზე. კონსტიტუციის თანახმად, მას არა აქვს უფლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს (გელეს დინასტია ქვეყანას ათეული წლებია მართავს).

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამში კი  სამხედროებმა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის 500-მდე
მონაწილეს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შეტაკებები გრძელდება იემენშიც.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?