არეულობებია ბაჰრეინში, ჯიბუტსა და იემენში - კვირის პალიტრა

არეულობებია ბაჰრეინში, ჯიბუტსა და იემენში

კიდევ ერთი სახელმწიფო, სადაც ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო, ჯიბუტია. ქვეყნის დედაქალაქში ათასობით მოქალაქე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 2011 წლის აპრილში ჯიბუტში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ისმაილ გელე უკვე ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პირველი პირის პოსტზე. კონსტიტუციის თანახმად, მას არა აქვს უფლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს (გელეს დინასტია ქვეყანას ათეული წლებია მართავს).

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამში კი  სამხედროებმა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის 500-მდე მონაწილეს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შეტაკებები გრძელდება იემენშიც.