ავღანეთში ტერაქტს 11 კაცი შეეწირა - კვირის პალიტრა

ავღანეთში ტერაქტს 11 კაცი შეეწირა

ავღანეთში მორიგ ტერორისტულ აქტს 11 კაცი ემსხვერპლა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, პაკისტანის მოსაზღვრე ქალაქ ჰოსთში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომანქანაში თავი აიფეთქა. ძლიერი აფეთქება პოლიციის გამშვებ პუნქტთან მოხდა.

დაღუპულთა შორის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - სამი ქალი და პოლიციის ორი ოფიცერია. ტერაქტის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.