თაჰრირის მოედანზე ჟურნალისტი გააუპატიურეს - კვირის პალიტრა

თაჰრირის მოედანზე ჟურნალისტი გააუპატიურეს

ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტს, რომელიც ეგვიპტეში, თაჰრირის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, აგრესიულად განწყობილმა მამაკაცთა ჯგუფმა სცემა და გააუპატიურა.

39 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ლარა ლოგანი რეპორტაჟს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამზადებდა, კერძოდ, გადასცემდა, თუ როგორ აღნიშნავდნენ ეგვიპტელები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას თაჰრირის მოედანზე. ამ დროს 200-ზე მეტი კაცისგან შემდგარმა აგრესიულად განწყობილმა ბრბომ ჟურნალისტი მოსწყვიტა გადამღებ ჯგუფს და ალყაში მოაქცია.

ჟურნალისტი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს. ლოგანის თქმით, ის ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. ჟურნალისტი ინციდენტის შემდეგ აშშ-ში სამკურნალოდ დაბრუნდა.