ვაშაძე კლინტონს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვაშაძე კლინტონს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდა.

ვაშაძემ ამერიკელ კოლეგასთან განიხილა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი,  რეგიონული უსაფრთხოება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.