ამერიკელები სააკაშვილის გაპრემიერებას ელოდებიან - კვირის პალიტრა

ამერიკელები სააკაშვილის გაპრემიერებას ელოდებიან

ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში 2013 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ეს განცხადება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა სენატის დაზვერვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კლაპერის ანგარიშში კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ცალკე თავი ეთმობა. "მართალია, მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში", - ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების გაძლიერება დაძაბულობის საფუძველს ქმნის.