ილია მეორემ ათონელი ბერები მიიღო - კვირის პალიტრა

ილია მეორემ ათონელი ბერები მიიღო

საქართველოში სტუმრად მყოფმა ათონის წმინდა მთის ბერებმა სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინეს. სტუმრები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიასაც

ეწვივნენ და სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუმრებს შორის არიან ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები: ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ).

მათ თან ახლავთ ორი საერო პირი - ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი. ათონელი ბერების დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ მიიღო. პატრიარქმა სტუმრებს საპატრიარქოში არსებული სიწმინდეები დაათვალიერებინა. თავის მხრივ, ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტმა ეფრემმა კათოლიკოს-პატრიარქს ვატოპედის ისტორიის ამსახველი ალბომი უსახსოვრა.