"შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს" - კვირის პალიტრა

"შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს"

"საქართველოში შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი პოლიციელების მონახულების შემდეგ.

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა, რომ უზნაძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაიჭრა. "ეს ბანდიტი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა და ციხიდან შეწყალებით გამოვიდა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს შეწყალების პოლიტიკა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა იარაღის გამოუყენებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. "იმდენი იძახეს პრესის საშუალებით, პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოსო, რომ ამან პოლიციელები გარკვეულწილად დააკომპლექსა. ეს დამნაშავეც რომ მოეკლათ, მის ფოტოს ერთ-ერთ მიტინგზე გააკრავდნენ, როგორც სახელმწიფო ტერორის უდანაშაულო მსხვერპლს. მათ სინდისზე იყოს ამ პოლიციელის სიცოცხლე, ვინც ამ პლაკატებს აკრავს"", - განაცხადა პრეზიდენტმა (ვრცლად იხ. გვ.6). "