კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებას ცდილობს - კვირის პალიტრა

კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებას ცდილობს

ლიბიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. ქვეყნის მმართველი მუამარ კადაფი დედაქალაქ ტრიპოლის შენარჩუნებას ცდილობს. ქალაქს მძიმე ტექნიკა და ავიაცია იცავს.

მანამდე კადაფიმ დემონსტრანტების წინააღმდეგ ავიაცია გამოიყენა და საცხოვრებელი კვარტალებიც დაბომბა.

მან სიტყვით გამოსვლისას ოპოზიცია დაწყევლა და თავის მომხრეებს მოუწოდა, დახოცონ "რევოლუციის მოწინააღმდეგეები". ბოლო ინფორმაციით, ერთადერთი ქალაქი, რომელსაც კადაფი აკონტროლებს, ტრიპოლია. კადაფის ნელ-ნელა ტოვებენ მომხრეებიც. მეტიც, მისი უმცროსი ვაჟი მამას გაემიჯნა და აღმოსავლეთ ლიბიაში გამაგრებულ ოპოზიციას შეუერთდა. შვეიცარიამ კადაფის ანგარიშები გაუყინა, აშშ კი მას სანქციებს დაუწესებს. ბოლო ცნობებით, ლიბიაში დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა.