ბრიტანეთი ასანჟის შვედეთს გადასცემს - კვირის პალიტრა

ბრიტანეთი ასანჟის შვედეთს გადასცემს

ლონდონის სასამართლომ "ვიკილიკსის" დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

შვედეთში მას სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ასანჟის ადვოკატის მტკიცებით, შვედეთში ასანჟის მიმართ სასამართლო ობიექტური არ იქნება. გარდა ამისა, ასანჟის გულშემატკივრები შიშობენ, რომ შვედეთი "ვიკილიკსის" დამფუძნებელს აშშ-ს გადასცემს, სადაც მის წინააღმდეგ ჯაშუშობის მუხლით საქმეა აღძრული.