მიწისძვრამ 115 ადამიანი შეიწირა - კვირის პალიტრა

მიწისძვრამ 115 ადამიანი შეიწირა

ახალ ზელანდიაში ძლიერმა მიწისძვრამ 115 ადამიანი შეიწირა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი კრაისჩერში - დაინგრა მისი ტერიტორიის 70 პროცენტი.

ქალაქში მაროდიორობა დაიწყო, ისინი ძარცვავენ მიტოვებულ სახლებსა და ოფისებს. ახალზელანდიელ სამართალდამცველებს მაროდიორებთან გამკლავება იმდენად გაუჭირდათ, რომ ავსტრალიელი კოლეგები მოიხმეს დასახმარებლად.