მიწისძვრამ 115 ადამიანი შეიწირა
ახალ ზელანდიაში ძლიერმა მიწისძვრამ 115 ადამიანი შეიწირა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი კრაისჩერში - დაინგრა მისი ტერიტორიის 70 პროცენტი.
ქალაქში მაროდიორობა დაიწყო, ისინი ძარცვავენ მიტოვებულ სახლებსა და ოფისებს. ახალზელანდიელ სამართალდამცველებს მაროდიორებთან გამკლავება იმდენად გაუჭირდათ, რომ ავსტრალიელი კოლეგები მოიხმეს დასახმარებლად.