ობამამ იაკობაშვილი მიიღო - კვირის პალიტრა

ობამამ იაკობაშვილი მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონია თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში გაიმართა. სიგელების გადაცემის დროს ბარაქ ობამამ და საქართველოს ელჩმა ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა: ,,ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დამყარებული.

საქართველომ "ვარდების" ისტორიული რევოლუციის შემდეგ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აშშ განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მომავალშიც დაეხმარება ევროატლანტიკური კავშირების დამყარებაში".