ვაშაძემ ჩეხეთში საელჩოს ახალი შენობა გახსნა - კვირის პალიტრა

ვაშაძემ ჩეხეთში საელჩოს ახალი შენობა გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში პრაღაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ ალექსანდრ ვონდრას და საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან არსებული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ვაშაძის ვიზიტისას გადაწყდა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ქვეყნებს შორის რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერა.