სალომე ზურაბიშვილი ლავროვს შეხვდა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი ლავროვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორის რანგში შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, - კომიტეტში რუსეთის მხარდაჭერით კმაყოფილები არიან. აუცილებელია, სანქციებზე მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს ყველა წევრისგან მიიღონ. რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებას, იგი მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორია და არსებული სანქციების შესრულებაზე ან ახლის დაწესებაზე თვალყურის დევნება მის კომპეტენციაში არ შედის.