დანაღმული "იმედი" - კვირის პალიტრა

დანაღმული "იმედი"

საქართველოში განხორციელებული ტერაქტების მთავარი მოქმედი გმირის, მერაბ ყოლბაიას, იმავე "კოჭოს" დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე სამი თვითნაკეთი ნაღმი აღმოაჩინეს.

თუმცა, პოლიციის ცნობით, მათ ნაღმების მდებარეობის შესახებ მიუთითა გოგიტა არქანიამ, რომელიც "კოჭოზე" ადრე, 2010 წლის დეკემბერში დააკავეს და სამართალდამცველებს დეტალური ჩვენებაც მისცა. თუმცა, "იმედთან" დამონტაჟებული ნაღმები სამი თვის დაგვიანებით "გაახსენდა".

სამართალდამცველთა მიერ აღმოჩენილი ჰექსოგენის შემცველი სამი ნაღმიდან ერთ-ერთი ტელეკომპანიის შენობიდან მხოლოდ 15 მეტრის დაშორებით მდებარეობდა. ამოქმედების შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მასში ლურსმნები და რკინის დეტალები იყო ჩამატებული (ვრცლად იხ. გვ. 5,9).