საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანა გერმანიამ დაბლოკა?! - კვირის პალიტრა

საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანა გერმანიამ დაბლოკა?!

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჩეხი დიპლომატები საქართველოში ნატოს ჯარების შეყვანას მოითხოვდნენ. კერძოდ, მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში ნატოს ჯარები სამშვიდობო ძალების ეგიდით უნდა შემოსულიყვნენ. ჩეხურ მხარეს მხარს უჭერდა პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. თუმცა, საქართველოში ალიანსის ძალების შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გერმანია და საბოლოოდ, ოფიციალურმა ბერლინმა დაარწმუნა ზემოხსენებული ქვეყნები, რომ ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოეხსნათ.