ძლიერმა ქარმა ფოთსა და ქუთაისში სახლები დააზიანა - კვირის პალიტრა

ძლიერმა ქარმა ფოთსა და ქუთაისში სახლები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ფოთში სახლები სახურავების გარეშე დატოვა. დაზიანდა 15 მრავალსართულიანი და რამდენიმე კერძო სახლი. ქარმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ფოთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ფოთის მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.

სახლების რეაბილიტაციისთვის თანხები ზარალის დათვლის შემდეგ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ზარალს სახლის მეპატრონეს ქუთაისის მერია აუნაზღაურებს.