"ხილულ ტაძარში სულიერი ტაძარიც აშენდება" - კვირის პალიტრა

"ხილულ ტაძარში სულიერი ტაძარიც აშენდება"

მახათას მთაზე იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის

მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი გადაიხადა.

მახათას მთაზე იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. პარაკლისის შემდეგ უწმინდესმა იქადაგა და მრევლს მიმართა. პატრიარქმა ბრძანა: "ბედნიერია ის ერი, რომელიც აშენებს ტაძარს, რადგან  ხილულ ტაძარში სულიერი ტაძარიც აშენდება. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ითავა ტაძრის მშენებლობა". პატრიარქმა პარაკლისის დასრულების შემდეგ რამდენიმე იღუმენი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და დალოცა.