ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი - კვირის პალიტრა

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი

საქართველოში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ჰილარი კლინტონის თანაშემწე ფილიპ გორდონი

იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი აშშ-ის საელჩოში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დემოკრატიულ რეფორმებზე ესაუბრნენ. მოგვიანებით, სტეინბერგი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის რამდენიმე ასპექტი განიხილეს.