მოძრაობა "რატომ?" გიორგი არველაძის გადადგომას მოითხოვს - კვირის პალიტრა

მოძრაობა "რატომ?" გიორგი არველაძის გადადგომას მოითხოვს

მოძრაობა ''რატომ?" ტელეკომპანია ''იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მოძრაობის წევრებმა

ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ფაცაციას განცხადებით, აქციები, რომლებიც მომავალში გაიმართება, გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება და მასში საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, მოძრაობა ''რატომ?" ''იმედის" გადარჩენისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.