დავითაია სანქციების დაწესებას ითხოვს - კვირის პალიტრა

დავითაია სანქციების დაწესებას ითხოვს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ სეპარატისტთა ლიდერებზე წლის ბოლომდე სანქციების დაწესება მოითხოვა,

წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე სამუშაო ჯგუფსა და უშიშროების საბჭოს დატოვებს. დავითაიას განცხადებამ სახელისუფლებო გუნდის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გააღიზიანა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებისა და უშიშროების საბჭოს დატოვება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თანაზომადი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით კი აფხაზ და ოს სეპარატისტთათვის ბრალის წაყენებისა და მათი სანქცირების საკითხი არ წარმოადგენს მხოლოდ პარლამენტის, მთავრობისა თუ პროკურატურის "ჭიდილის ობიექტს". ეს საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია, რაც ქართულმა მხარემ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს.