აფლია "ისტორიულ სამართლიანობას" აღადგენს - კვირის პალიტრა

აფლია "ისტორიულ სამართლიანობას" აღადგენს

სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ აფლიამ განაცხადა, რომ "აფხაზურმა ეკლესიამ ისტორიული სამართლიანობა

აღადგინა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო".

"ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა, რადგან ქართულ ეპარქიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდათ"", - ამბობს აფლია.

მისივე თქმით, სოხუმის საკათედრო ტაძარში  ეპარქიის ყველა საეკლესიო მსახური შეიკრიბა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

"აფხაზეთის სასულიერო პირების განცხადება არასერიოზულია, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, - არავის აქვს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დედაეკლესიის გარეშე".