ვახტანგ მაისაია სამართალდამცავებს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ვახტანგ მაისაია სამართალდამცავებს ადანაშაულებს

ჯაშუშობაში ბრალდებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სამართალდამცავებს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩვენების გამოძალვის

მცდელობაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, მაისაიამ მათ მიაწოდა  სია, რომელშიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლოგები და  დიპლომატები იყვნენ ჩამოთვლილი.

"ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ძალოვნები ხელისუფლებასთან "თანამშრომლობისა" და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემის შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქებას დაჰპირდნენ. უარის თქმის შემთხვევაში კი 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ვახტანგ მაისაიას მტკიცებით, მის არაოფიციალურ დაკითხვას რუსეთის ÔÑÁ-ს წარმომადგენელი ესწრებოდა", - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ვახტანგ მაისაია შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2009 წლის 5 მაისს დააკავა. მას ბრალი 314-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც უცხო ქვეყნისთვის საქართველოს საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას გულისხმობს როგორც სამშვიდობო, ასევე საომარი მოქმედების დროს.