კონტროლის პალატა კორუფციას ვერ ერევა - კვირის პალიტრა

კონტროლის პალატა კორუფციას ვერ ერევა

კონტროლის პალატას თავისივე სისტემაში კორუფციასთან ბრძოლას უწუნებენ.

კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელმაც კონტროლის პალატის 2007-2008 წლების საქმიანობა შეისწავლა, ნათქვამია, რომ პალატაში შექმნილი იყო სარეფორმო და ანტიკორუფციულ ღონისძიებათა დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის კომისია, რომელსაც 2007-2008 წლებში არც ერთი სხდომა არ გაუმართავს და არც ქმედითი ზომები მიუღია რევიზია-შემოწმებებზე კონტროლის გასაძლიერებლად.

საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 2007-2008 წლებში ქრთამის აღების გამო კონტროლის პალატის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.