პრეზიდენტმა სპეცრაზმთან ერთად ივარჯიშა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა სპეცრაზმთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ესტუმრა.

პრეზიდენტმა სპეცრაზმთან ერთად ივარჯიშა და ისადილა. "შეიარაღებულ ძალებზე ფიქრს, ზრუნვასა და შეძლებისდაგვარად ხელშეწყობას არასდროს შევწყვეტ. ჩვენმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ჩვენ გავიღეთ მსხვერპლი ავღანეთში, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისათვის ყველა დანაკარგი უფრო მეტად გაძლიერების, სულისკვეთების ამაღლების საწინდარი უნდა გახდეს. ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით. ჩვენი საქმე სამართლიანია. ჩვენ ყველაზე რთული დავალებები უნდა შევასრულოთ", -განაცხადა პრეზიდენტმა.