ნათელაშვილმა მილიონერი დეპუტატები დაასახელა - კვირის პალიტრა

ნათელაშვილმა მილიონერი დეპუტატები დაასახელა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ის მაჟორიტარი დეპუტატები დაასახელა, რომელთაც, მისი თქმით, მილიონები უკანონოდ იშოვეს.

"ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი 1,5 მილიარდი დოლარის პატრონია, კობა ნაყოფია - 500 მილიონი დოლარის, კახა ოქრიაშვილი - 400 მილიონის, თემურ კოხოძე - 300 მილიონის, არჩილ გეგენავა - 100 მილიონის, გიორგი ლიპარტელიანი - 50 მილიონის, დევი ოვაშვილი - 40 მილიონის, მერაბ სამადაშვილი - 30 მილიონის, კობა კურდღელაშვილი - 15 მილიონის, ხოლო გოდერძი ბუკია - 10 მილიონი დოლარის", - განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ მილიონერი მაჟორიტარების სიებს ლეიბორისტული პარტია საზოგადოებას მომავალშიც გააცნობს.

ნათელაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებაში სწორედ კორუმპირებული მაჟორიტარი დეპუტატები ეხმარებიან.