თვითმკვლელობა თუ?! - კვირის პალიტრა

თვითმკვლელობა თუ?!

28 თებერვალს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მცხეთის ქუჩა #8-ში გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ოთახში, სადაც კლიმიაშვილის ცხედარი იყო, გაზის მძაფრი სუნი იდგა. შსს თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა პოლიტოლოგის კოლეგებისა და ახლობლების მტკიცებით, კლიმიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და თავს არ მოიკლავდა. რამაზ კლიმიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.