ბურებს იმედი გაუცრუვდათ - კვირის პალიტრა

ბურებს იმედი გაუცრუვდათ

ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ საქართველოში ბური ფერმერების შესაძლო გადმოსახლების თემას ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსულ ბევრ ბურს იმედი გაუცრუვდა. ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ ცივი კლიმატითა და საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურით. თუმცა ბი-ბი-სი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბურებს ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. საქართველოში ჩამოსული სამხრეთაფრიკელი ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ და შესაძლოა, ზოგიერთმა საქართველოში ახალი სამშობლო იპოვოს.