მთაწმინდიდან სტალინის დედას გადაასვენებენ? - კვირის პალიტრა

მთაწმინდიდან სტალინის დედას გადაასვენებენ?

მთაწმინდიდან სტალინის დედის, ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის გადასვენების საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში სტალინის დედის საფლავის მთაწმინდაზე არსებობა აღარც ახსოვდათ, მათი ნაწილი დარწმუნებულიც იყო, რომ ეკატერინე ჯუღაშვილი 90-იან წლებში გადაასვენეს, მაგრამ ისიც გაიხსენეს, რომ რევოლუციონერების გადასვენებასთან ერთად კეკე ჯუღაშვილის გადასვენების საკითხი მაშინ მხოლოდ იმიტომ არ დადგა, რომ ის ქალბატონი იყო. გამოვლენ თუ არა ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის მთაწმინდიდან ჩამოსვენების ინიციატივით, უმრავლესობაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ "სტალინის დედის საფლავის ადგილი მთაწმინდაზე არ არის".

ეკატერინე ჯუღაშვილი მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას გვერდით არის დასაფლავებული.