"ვალუტჩიკებს" ახალი წესები დაუდგინეს - კვირის პალიტრა

"ვალუტჩიკებს" ახალი წესები დაუდგინეს

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება სავალდებულო ხდება. შესაბამისი  ცვლილება "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ახალი მექანიზმის შემუშავებას. მომხმარებელს ვალუტის გაცვლის ოპერაციიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება ექნება პუნქტისგან მოითხოვოს ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება.