ახალი სატელეფონო კოდები - კვირის პალიტრა

ახალი სატელეფონო კოდები

4 აპრილიდან ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში დარეკვა ახალი კოდების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.  თბილისში არსებული სატელეფონო კოდი 22 შეიცვლება 32-ით, ქუთაისის კოდი 231 - 431-ით, ბათუმის კოდი 8 222 - 422-ით, ხოლო რუსთავის კოდი 24 - 341-ით.

შეიცვლება ცხინვალისა და სოხუმის სატელეფონო კოდებიც: სოხუმის ახალი კოდი იქნება 442, ცხინვალისა კი - 344. ნუმერაციის ეროვნული გეგმის თანახმად, სიღნაღის ახალი სატელეფონო კოდი იქნება 355, მესტიის - 410,  თელავის - 350, მცხეთის - 373, სენაკის - 413, სამტრედიის - 411, საჩხერის - 435, კასპის - 371,  ლაგოდეხის - 354, ოზურგეთის - 496 და სხვ.