იემენში აქცია რაკეტებით დაშალეს - კვირის პალიტრა

იემენში აქცია რაკეტებით დაშალეს

იემენის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს რაკეტები ესროლა, რამაც რამდენიმე კაცი იმსხვერპლა. დაჭრილია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ქალაქ ჰარფ-საფიანში დემონსტრანტებს ცეცხლი ქალაქის ცენტრში განლაგებული სამხედრო ბაზიდან გაუხსნეს. იემენში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები ითხოვენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გაძევებას, რომელიც 32 წელია ქვეყანას მართავს.