ლიბიაში გააფთრებული ბრძოლებია - კვირის პალიტრა

ლიბიაში გააფთრებული ბრძოლებია

ლიბიაში პრეზიდენტ მუამარ კადაფის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის გააფთრებული ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციის ძალებმა ქალაქი რას-ლანუფი და ეზ-ზავია დაიკავეს. თუმცა მოგვიანებით კადაფის ჯარებმა ჯავშანტექნიკით ეზ-ზავიას შეუტიეს და მასზე კონტროლი ნაწილობრივ აღადგინეს.

თვითმხილველთა ცნობით, კადაფის ტანკები საცხოვრებელ კორპუსებს პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ. ოპოზიცია აკონტროლებს ქალაქ ბრეგაშსაც, რომელსაც კადაფის ავიაცია ბომბავს. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი და ზუსტი ინფორმაციის მიღება გართულებულია. კადაფის განცხადებით, ანარქისტებთან ბრძოლა ბოლო ტყვიამდე გაგრძელდება.