ჰოსნი მუბარაქის შვილმა თავის მოკვლა სცადა - კვირის პალიტრა

ჰოსნი მუბარაქის შვილმა თავის მოკვლა სცადა

ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის შვილმა რევოლუციის შემდეგ თავის მოკვლა სცადა. პრეზიდენტის უმცროსმა  ვაჟმა ჯამალ მუბარაქმა საწამლავი დალია.

იგი უგონო მდგომარეობაში შარმ-ელ-შეიხის რეზიდენციაში იპოვეს.

ჯამალ მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. რევოლუციის შემდეგ მას დეპრესია დაეუფლა.