ისრაელში წითელ არმიას ძეგლს დაუდგამენ - კვირის პალიტრა

ისრაელში წითელ არმიას ძეგლს დაუდგამენ

ისრაელში წითელი არმიის პატივსაცემად და ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ძეგლს დადგამენ. კონკურსში გამარჯვებული პროექტი უკვე გამოვლინდა.

რუსულ-ებრაულმა კომისიამ სამი რუსი ხელოვანის: სავავატ შერბაკოვის, მიხეილ ნაროდიცკისა და ვასილი პერფილევის ნამუშევარი მოიწონა. მემორიალური კომპლექსი საკურორტო ქალაქ ნეთანიის სანაპიროზე დაიდგმება.

ძეგლი დაპროექტებულია გზის სახით, რომელიც შავი ლაბირინთით იწყება, მასში კი ბევრი გზაჯვარედინია, რაც ებრაელი ხალხის ისტორიის ტრაგიკულ მომენტებს ასახავს: ეგვიპტიდან გამოსვლით დაწყებული, იერუსალიმის ტაძრის დანგრევითა და ჰოლოკოსტით დამთავრებული. ლაბირინთის ბოლოს სინათლეა - ზღვისპირი და მშვიდობისა და სიკეთის სიმბოლო მტრედის ფრთები.