პაკისტანში მინისტრი მოკლეს - კვირის პალიტრა

პაკისტანში მინისტრი მოკლეს

პაკისტანში სახელმწიფო მინისტრი ეროვნული უმცირესობების საკითხებში შაჰბაზ ბჰატი მოკლეს. პაკისტანის სახელმწიფო მინისტრი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

სხვათა შორის, ბჰატი სხვადასხვა გამოცემასთან ინტერვიუში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას ქვეყანაში მოქმედი ისლამისტური ძალები სიკვდილით ემუქრებოდნენ.

ბჰატი პაკისტანის მმართველი ხალხის პარტიის ლიდერი იყო. არსებული ინფორმაციით, იგი ქრისტიანი იყო და პაკისტანში მოქმედი ღვთის გმობის შესახებ კანონის რეფორმირებას უჭერდა მხარს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იმავე მოთხოვნის გამო პაკისტანის პროვინცია პენჯაბის გუბერნატორიც მოკლეს.