"რეფორმებმა საქართველო ნატოს წევრობამდე უნდა მიიყვანოს" - კვირის პალიტრა

"რეფორმებმა საქართველო ნატოს წევრობამდე უნდა მიიყვანოს"

ნატოს წარმომადგენელ  ჯეიმს აპატურაისთვის გაუგებარია, რატომ არის რუსეთი საქართველოსა და ნატოს დაახლოების გამო შეშფოთებული.

როგორც აპატურაიმ განაცხადა, არიან ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან ან მჭიდროდ თანამშრომლობენ მასთან, მაგალითად, თურქეთი ან ნორვეგია, ამიტომ ძნელია საქართველოს თაობაზე რუსეთის შეშფოთების მიზეზის გაგება, რადგან ლოგიკა ამ შემთხვევაში ცოტა ბუნდოვანია.

მისი თქმით, ნატო საქართველოსთან არსებული ურთიერთობით კმაყოფილია და ძალაში რჩება საქართველოს საკითხზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. გასული წელი კი ამ მიმართულებით დადებითად უნდა ჩაითვალოს. "მაპ-ის მინიჭება-არმინიჭებაზე მე პასუხი არა მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ, რეფორმებზეა ორიენტირებული. ამ რეფორმებმა ნატოს წევრობამდე უნდა მიიყვანოს ქვეყანა", - განაცხადა აპატურაიმ.