განათავსებენ თუ არა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას კავკასიაში - კვირის პალიტრა

განათავსებენ თუ არა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას კავკასიაში

აშშ-მა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება შეცვალა. აშშ-ის სარდლობის შტაბის

გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჯეიმზ კარტრაიტის განცხადებით, "აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არა პოლონეთსა და ჩეხეთში, არამედ კავკასიასთან ახლოს განთავსდება".

"ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რადარები ხომალდებზე განთავსდება, კავკასიაში კი გემები სად უნდა იყოს, თუ არა შავ ზღვაში? აშშ-ის რადარები შავ ზღვაში ვერ განთავსდება, თუ ამ საკითხზე რუსეთისა და თურქეთის თანხმობა არ იქნება, ხოლო როგორი იქნება რუსეთის პოზიცია, ძნელი სათქმელია"", - განაცხადა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.