"კუდ-ი ოპოზიციის საკომუნიკაციო საშუალებებს აკონტროლებს" - კვირის პალიტრა

"კუდ-ი ოპოზიციის საკომუნიკაციო საშუალებებს აკონტროლებს"

,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენლის ელექტრონულ ფოსტას, ტელეფონსა და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებს.

ირაკლი ალასანიას თქმით, ,,თავისუფალ დემოკრატებს" სწორედ ამიტომ მიაჩნიათ საჭიროდ საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ,,ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშვალდებულს გახდის საზოგადოების წინაშე. ეს არის პროცესი, რომელიც ერთბაშად არ მოხდება. ამიტომ გვინდა მასში სახალხო დამცველისა და საზოგადოების ჩართვა", - აცხადებს ალასანია. მისი თქმით, დღეს საქართველოში მდგომარეობა საგანგაშოა და ქვეყანაში ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმია.