აშშ საქართველო-ირანის თანამშრომლობაში ნარკოსაფრთხეს ხედავს - კვირის პალიტრა

აშშ საქართველო-ირანის თანამშრომლობაში ნარკოსაფრთხეს ხედავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეჭვობს, რომ საქართველოსა და ირანს შორის გაფორმებული უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებით ახალი ნარკოტრაფიკი გაჩნდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, თუ ირანიდან საქართველოში შესულ პირებს სათანადოდ არ გააკონტროლებენ, ამან შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ირანიდან ნარკოტიკების დამატებითი შედინება გამოიწვიოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ავღანეთში წარმოებული ნარკოტიკული საშუალებების 40% მსოფლიოში ირანის გავლით ვრცელდება. ამიტომ საქართველოსა და ირანს შორის გაფორმებული უვიზო რეჟიმის გამო შესაძლოა ნარკოდილერებმა ნარკოტიკების გავრცელებისათვის ახალი გზის - საქართველოს გამოყენება სცადონ.