იაპონია - უბედურების ზონა - კვირის პალიტრა

იაპონია - უბედურების ზონა

11 მარტს იაპონია უბედურების ზონად იქცა. ამ ქვეყანაში 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

ტალღების სიმაღლემ 10 მეტრი შეადგინა. არაოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ათასობით ადამიანი. ცუნამის შედეგად ჩაიძირა მგზავრებით სავსე რამდენიმე ლაინერი, სამგზავრო მატარებლები მიწის ქვეშ აღმოჩნდა, თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი სენდაი, ცუნამიმ ქალაქი რიკუზენ-ტაკატა მთლიანად შთანთქა.

სტიქიამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურებიც. კერძოდ, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-დან ჯერ რადიაციამ გაჟონა, შემდეგ კი აფეთქებაც მოხდა. რადიაციის დონემ დასაშვებ ნორმას ათასჯერ გადააჭარბა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. კატასტროფას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. იაპონიაში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, ქართველები მიწისძვრის შედეგად არ დაზარალებულან. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა საქართველოშიც დააფიქსირეს.