ევროკავშირმა, შესაძლოა, ლიბია დაბომბოს - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა, შესაძლოა, ლიბია დაბომბოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროპელ ლიდერებს ლიბიაში მუამარ კადაფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ავიადარტყმების განხორციელებას სთავაზობს. დარტყმის ობიექტებად დასახელებულია ტრიპოლიდან 500 კილომეტრში მდებარე სირტის სამხედრო აეროდრომი, აეროდრომი "სებხა" და სამეთაურო ცენტრი.

ნიკოლა სარკოზიმ ლიბიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭო კანონიერ ხელისუფლებად აღიარა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს. ლიბიის ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ. ლიბიაში კი სამოქალაქო ომი გრძელდება, რასაც უკვე 3000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.