ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - კვირის პალიტრა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის, კარანგეტანგის ამოფრქვევა დაიწყო, რომელიც კუნძულ სიავუზე მდებარეობს.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ვულკანისა და ცუნამის საფრთხის გამო, ქვეყნის რამდენიმე მსხვილი აეროპორტი დაიკეტა. მუშაობენ სამაშველო სამსახურები.

აღნიშნული ვულკანი ბოლოს 2010 წელს ამოიფრქვა, რის შედეგადაც მაშინ ოთხი ადამიანი დაიღუპა.